eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

პროფესორ ფილიპე გოგიჩაიშვილის საფლავის ყვავილებით შემკობა

2026 წლის 30 ივლისს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დაარსებიდან 104 წელი შესრულდა.

ამ თარიღთან დაკავშირებით გამართული ღონისძიებების ფარგლებში, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანმა, ასოცირებულმა პროფესორმა მერაბ ხოხობაიამ, დეკანის მოადგილემ, ასოცირებულმა პროფესორმა მანანა ლობჟანიძემ, ფაკულტეტის პროფესორებმა, აკადემიურმა და ადმინისტრაციულმა პერსონალმა უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ეზოში ყვავილებით შეამკეს საქართველოში ეკონომიკური მეცნიერების ფუძემდებლის, პროფესორ ფილიპე გოგიჩაიშვილის საფლავი.

ფილიპე გოგიჩაიშვილმა განსაკუთრებული წვლილი შეიტანა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ეკონომიკური განათლებისა და ეკონომიკური მეცნიერების ჩამოყალიბებასა და განვითარებაში. სწორედ დიდი ივანე ჯავახიშვილისა და ფილიპე გოგიჩაიშვილის ერთობლივი ინიციატივით, ახლად დაარსებულ თბილისის უნივერსიტეტში საფუძველი ჩაეყარა ეკონომიკური დისციპლინების სწავლებას, ხოლო 1922 წლის 30 ივლისს გაიხსნა სოციალურ-ეკონომიკური ფაკულტეტი, რომლის დაარსების თარიღიც დღეს თსუ-ის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დღედ აღინიშნება.
 

თარიღი: 30/07/2026